მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ნანი ქარდავამ და თამარ გეთიამ მოსწავლეებთან ერთად 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი სამშობლო საქართველოა“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ლეასები წაიკითხეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიმართა ასევე გამოფენა - „გაცრეცილი გაზეთის ფურცლები გვესაუბრებიან 9 აპრილზე“ .
„მაყურებელს სცენიდან ესაუბრებოდნენ საქართველოს ღირსეული მეფეები-ფარნავაზი, მირიანი, ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი. სცენაზე გამოჩნდნენ უსახელო გმირები და საქართველოს ერთგული ჯარისკაცები. გაიხსენეს 9 აპრილი, წაიკითხეს ლექსები და დაღუპულთა ხსოვნას სანთლები დაუნთეს.
მოსწავლეებმა გამოფენით - „გაცრეცილი გაზეთის ფურცლები გვესაუბრებიან 9 აპრილზე“ დამსწრე საზოგადოება დააინტერესეს. მოსწავლეებმა წარმოდგენილი სცენით გასცეს პასუხი დასაწყისში დასმულ კითხვას „რანი ვიყავით? რანი ვართ? რანი ვიქნებით? ილია ჭავჭავაძის ერთ -ერთი პუბლიცისტური წერილიდან “,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...