სიახლეები
საინტერესო

რატომ არის პასპორტები ძირითადად 4 ფერში
28-05-2017
-
+


პასპორტის ფერთა სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მაინც ოთხ ფერშია გადაწყვეტილი - წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი. 

პასპორტის ფერის არჩევისას, ყურადღება ექცევა ქვეყნის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მოტივებს. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, ფერი სარწმუნოებას უკავშირდება.

ყველაზე გავრცელებული წითელი ფერის (შინდისფერი) პასპორტებია. ამ ფერს ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ და ასევე ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებით არიან დაინტერესებულები. როგორც აღნიშნავენ, თურქეთმა, მაკედონიამ, ალბანეთმა პასპორტის ფერი შინდისფრით სწორედ ამ მიზეზით შეცვალეს. წითელი (შინდისფერი) ფერის პასპორტებს ასევე ირჩევენ ქვეყნები  კომუნისტური წარსულით ან აწმყოთი. 


წითელი პასპორტების შემდეგ ყველაზე გავრცელებული ლურჯი ფერის პასპორტებია. ლურჯი პასპორტები, როგორც წესი, ''ახალი მსოფლიოს'' სიმბოლოა  - ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ოკეანეთი და ა. შ.


მწვანე ფერის პასპორტებს ძირითადად ისლამური სახელმწიფოები ირჩევენ. მაგალითად მაროკო, საუდის არაბეთი, პაკისტანი. ამ ფერს მათ რელიგიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - მწვანე ფერი წინასწარმეტყველ მუჰამედის საყვარელ ფრადაა მიჩნეული.


შავი ფერის პასპორტები ყველაზე იშვიათია. ამ ფერის პასპორტები ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანას აქვს - კონგო, ბოტსვანა, ანგოლა, ბურუნდი. შავი ფერის პასპორტი აქვთ ახალ ზელანდიელებსაც, რადგან შავი მათი სახელმწიფოს ეროვნული ფერია.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება