მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების, არამედ ბანკის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მინისტრი შეეხო განათლების რეფორმის თემასაც.
„რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლა აუცილებელია დეტალების გაწერა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხია მასწავლებლების გადამზადება და მათი ხელფასების გაზრდა. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს სრულფასოვანი, როგორც ანაზღაურების, ისე დაფასების კუთხით.
თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, 2023 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ნაციონალური, საერთო ეროვნული კონსენსუსი. ჩვენ ხშირად გვაქვს სხვადასხვაობა ოპონენტებთან, ოპოზიციასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შედგეს, გაუძლოს მრავალ მთავრობას, მრავალ მინისტრს და არ უნდა მოხდეს ამ გზიდან გადახვევა.
სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - განათლების რეფორმა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების ან ერთი ადამიანის ინიციატივად და მან უნდა გაუძლოს დროს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება