მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2017 წლის 20 მაისს ევროპული სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას.
კონფერენციის თემაა: წარმატებული სასწავლო პრაქტიკა ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისათვის.
კონფერენციაზე მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება. გაეცნონ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარეე სიახლეებს და პროფესიულ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნონ მოხსენება, რაც მათ დამატებითი კრედიტის მოპოვების საშუალებას მისცემს.
კონფერენციის მიზანია სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სამეწარმეო უნარების განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობისა და ინიციატივების წახალისება, სკოლებში ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს
კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.