მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგის ლელა ზაქარაიას ხელმძღვანელობით, ილინეს ხეობაში სასკოლო ტურისტული ლაშრობა-ექსკურსია ჩატარდა.
ლაშქრობის მიზანი იყო: გასვლითი გაკვეთილის ჩატარება თემაზე: „რელიეფის ფორმები“; შხელის სალოცავის მონახულება; მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება; მოსწავლეების დაახლოების მიზნით სპორტული და გასართობი თამაშების ჩატარება.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ლაშქრობა იმაზე სასიამოვნო და საინტერესო გამოვიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. მოსწავლეებმა მოილოცეს შხელის სალოცავი, დაანთეს სანთლები, მოაწყვეს პოეზიის 5 წუთი, იქვე შექმნეს და მათი ლექსები მიუძღვნეს გლოლას და სიყვარულს.
დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი გეოგრაფიის გაკვეთილზეც, დახატეს ის გარემო, რომელსაც იქვე ხედავდნენ. დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე