თეთრიწყაროელი პედაგოგები ''ეტალონში'' მონაწილე მოსწავლეებს აქტიურად გულშემატკივრობენ
20-03-2017
დაკოპირებულია
-
+
ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად თეთრიწყაროს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თეთრიწყაროს N1 სკოლაში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში თეთრიწყაროს სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, გამგებლის მრჩეველი დავით ფაღავა, გამგეობის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, რესურსცენტრის უფროსი გულნაზ აფციაური, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“