სიახლეები
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს
15-04-2019
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.

კვირეულის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო ენის კათედრის თავჯდომარე ქეთევან ვეკუა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, დამრიგებლები და I-IX კლასის მოსწავლეები, მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია და სკოლის ბიბლიოთეკარი სოფიო ჯიბლაძე.

კვირეულის ფარგლებში პირველ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ირმა ჯიბლაძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილს პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

ასევე მოეწყო კალიგრაფთა კონკურსი, გამოვიდა კედლის გაზეთი - ,,ენით ცოცხალ ვართ“, ჩატარდა ღონისძიება-  ,,ენა დედაა ერისა“.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ქართული ენის შესახებ ცნობილ მწერალთა გამონათქვამები. IX კლასის მოსწავლემ იზოლდა ბოკერიამ წარადგინა ესე - ,,სოციალურ ქსელებში დაკარგული ქართული ენის გრამატიკა“. VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ბარბარიზმები, კალკი, ჟარგონები და სლენგი შესაბამისი ლიტერატურული ფორმებით.

ღონისძიებას ამშვენებდა სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების გამოფენა ქართული ენის შესახებ. ღონისძიებამ დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება, მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

მასწავლებლობის უფლება ენიჭება რესურსცენტრის უფროსს, უფროსის ფუნქციის შემსრულებელსა და მის მოადგილეს 

ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ოსწავლეები დებატების ხელოვნებას დაეუფლებიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 

უდაბნოს საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა მოთხრობის გავლენით თოჯინები დაამზადეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება