მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მესამე საერთაშორისო კვირეული დასრულდა.
ღონისძიების დასკვნით ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიმართეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცეს.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას 12 ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის წარმომადგენელი სტუმრობდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლზე, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ნატა ქორიძე სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და მოლოდინებზე ესაუბრა.
კრწანისის სასწავლო ცენტრში საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. სტუმრებმა ასევე მოინახულეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც ქართული მსუბუქი შეიარაღებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის ნიმუშები დაათვალიერეს და მათ ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებსაც გაეცნენ.
კვირეულის ფარგლებში, აკადემიური და სამხედრო აქტივობების გარდა მონაწილეები ასევე ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.