მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დუშეთის მუნიციპალიტეტის შუაფხოს საჯარო სკოლის მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კედლის გაზეთი სათაურით „ენა დედაა ერისა“ მოამზადეს.
კედლის გაზეთის გაკეთების მიზანი მოსწავლეებში ქართული ენის მნიშვნელობისადმი ცნობიერების ამაღლება იყო. უფრო სიღრმისეულად შეისწავლეს ქართული ენის ისტორია. მოსწავლეებმა მოიძიეს ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ნააზრევი ქართულ ენასთან დაკავშირებით და გადაიტანეს კედლის გაზეთზე, თან დაურთეს ილუსტრაციები.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს