მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის, ხამისქურის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ. მასში მონაწილეობენ როგორც მე-8, ასევე მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
კლუბის წევრების განხორციელებული პირველი პროექტის სახელწოდებაა - „ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი თაობა“.
მიზანი: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოზარდებში „გარემო სახლია და მას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება“.
პრობლემა: სოფლის თემში და მოზარდებში დაბალია ცნობიერება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების რისკებზე. ამ თემასთან დაკავშირებული დაგეგმილი ღონისძიებები იყო: შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელთან, გარემოს დაბინძურების მავნე შედეგებზე სლაიდ შოუს გამართვა, დასუფთავების აქციის მოწყობა სკოლის მიმდებარე და სოფლის ცენტრში არსებულ ტრანსპორტის გაჩერების ადგილას, ასევე საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და დარიგება.
2. „მოწევა კლავს“
მიზანი: მოზარდებში ცნობიერების ამაღლება თამბაქოსა და მარიხუანას მოხმარების მავნე შედეგებზე, მწეველთა რაოდენობის შემცირება.
პრობლემა: მოზარდებში დაბალია ცნობიერება თამბაქოსა და მარიხუანას მავნე შედეგების შესახებ, რომელიც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ თემის ირგვლივ დაგეგმილი იყო შემდეგი ღონისძიებები: ფილმის ჩვენება და დისკუსია, კონფერენციის მოწყობა, ექიმის მოწვევა სემინარის გამართვა, ნახატებისა და კედლის გაზეთების გამოფენა, ასევე ბუკლეტების დამზადება და დარიგება სკოლასა და თემში.
3. „სათემო ბიბლიოთეკის გამდიდრება კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურით“
მიზანი: წიგნიერების დონის ამაღლება
პრობლემა: სათემო ბიბლიოთეკაში კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის სიმცირე. ამ თემის ირგვლივ დაგეგმილი იყო შემდეგი სახის ღონისძიებები მაგალითად: შეხვედრა თემის წარმომადგენლობასთან, პოსტერების დამზადება, აქციის მოწყობა „აჩუქე წიგნი ბიბლიოთეკას“, წიგნების გადაცემა სოფლის ბიბლიოთეკისთვის და ლიტერატურული შეჯიბრი „წიგნების თარო“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.