მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ელენე იოსელიანი ხატავს როგორც ნატურმორტს ასევე პეიზაჟს. მის მიერ შესრულებულ ყველა ნახატში კი იგრძნობა სისადავე და პოზიტივი.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლა ერთ-ერთი მაღალმთიანი სკოლების ჩამონათვალშია. მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, ცენტრიდან მოშორებით მდებარეობა, სულაც არ უშლის ხელს მოსწავლეებმა გამოიჩინონ ნიჭიერება და თავისი შემოქმედებითი უნარით იყონ გამორჩეულები. სკოლაში, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, ყველა მოსწავლე არის გამორჩეული თავისი ინდივიდუალიზმით.
მეოთხეკლასელი ელენე იოსელიანი არის პუნქტუალური, ყოფაქცევით სანიმუშო, თავაზიანი; აქვს მხატვრულ-შემოქმედებითი უნარი; შეუძლია შეარჩიოს, დახატოს და იმსჯელოს ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებზე; განსაზღვროს თუ როგორი ილუსტრაციები არის შესასრულებელი: შავ-თეთრი თუ ფერადი, ცივი თუ თბილი. ხატავს როგორც ნატურმორტს ასევე პეიზაჟს. მის მიერ შესრულებულ ყველა ნახატში იგრძნობა სისადავე და პოზიტივი.
იმედია, ელენე უკანა პლანზე არ გადაწევს ამ დიდ შესაძლებლობას და თავისი ნიჭის აღზევებას უფრო დიდ დროსა და ენერგიას დაუთმობს. ჩვენ კი გზას დავულოცავთ ამ პატარა გოგონას ნათელი მომავლისკენ“, - ნათქვამია ჯვარას საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს