სიახლეები
ეტალონი

„განათლებული თაობა არის ჩვენი გადარჩენის გზა“ – ტყიბულმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
17-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი თემურ ქელბაქიანი, რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა იმედი, რომ მუნიციპალიტეტში ტრადიცია არ დაირღვევა და ხარისხს მომავალ წელსაც გააუმჯობესებენ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები:

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. მე ბავშვებსაც ვუთხარი და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ. შარშანდელიდან- წლევანდლამდე მონაწილეების რაოდენობასთან ერთად გაიზარდა ხარისხიც. წელს უკეთესი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა და მე დარწმუნებული ვარ გაისად უკეთესი იქნება. ეს პროექტი განათლების ერთ-ერთი საშუალებაა არის და ჩვენც სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ. ბავშვები მეტად არიან წიგნზე და განათლებაზე ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელიც ეხმარება ჩვენს მომავალ თაობას სხვადასხვა უნარების განვითარებაში. სწავლობენ გამბედაობას და საზოგადოების წინაშე წარდგომას. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მონაწილეს და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ამ ზეიმის მოწყობისთვის“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამართული ინეტელექტ- ჩემპიონატი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსისთვის, ალეკო ბიბილაშვილსთვის. მისი თქმით, წელს უკვე მესამედ სწორედ მისი მშობლიური სკოლიდან გამოვლინდა გამარჯვებული:

„მე ამ პროექტთან ვთანამშრომლობ უკვე არაერთი წელია. ახლა ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ.  ჩემი დღევანდელი ემოციები კიდევ უფრო გაამძაფრა იმ მომენტმა, რომ წლევანდელი გამარჯვებული უკვე მესამედ ჩემი მშობლიური სკოლიდან გამოვლინდა. ახალგაზრდებს ვუსურვებ მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროექტში და თავად „ეტალონს“ მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო, რადგან ის ჩვენი მომავალი თაობისთვის ნამდვილად აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს“.

ინტელექტ- ჩემპიონატი ემოციურად დაახასიათა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა თემურ ქელბაქიანმა. მან პროექტი „საშვილიშვილო საქმედ“ შეაფასა:

„ემოციურად იმდენად დატვირთული ვარ, შეიძლება სიტყვაც ვერ მოვძებნო. ძალიან მიხარია, ბატონი გოჩას მიერ წამოწყებული ეს უდიდესი პროექტი, რომელიც ნამდვილად არის საშვილიშვილო საქმე. დღევანდელმა დღემ მართლაც ძალიან დიდი ემოციების ფონზე, წარმატებით ჩაიარა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს“.

რესურსცენტრის უფროსმა ირინე კორძაიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწიურად საგრძნობლად იზრდება და მოსწავლეები აქტიურად ცდილობენ საკუთარი განათლებით წარმატების მიღწევას:

„მომავალი თაობისთვის ეს არის საუკეთესო მოტივატორი. ის ნამდვილად აძლევს ჩვენს ბავშვებს სწავლის და შემდეგ უკვე ფართო საზოგადოების წინაშე ამ ცოდნით თავის წარმოჩენის სურვილს. აქტიურობა არის ძალიან მაღალი. ჩართულობა და კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ძალიან მიხარია, რომ წელს ყველაზე მაღალი ქულაც დაფიქსირდა. პირადად ჩემთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლებული თაობა ნამდვილად არის ჩვენი გადარჩენის გზა. წარმატებებს ვუსურვებ ყველას და განსაკუთრებით ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“, რომელსაც ძალიან მალე უკვე ფინალურ ტურში მოუწევს ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით ასპარეზობა“.

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მანანა გოგსაძემ სკოლის მასშტაბით მოსწავლეთა მაღალ ჩართულობაზე ისაუბრა და გამარჯვებულს წარმატებები უსურვა:

„ჩართულობა ჩვენს სკოლაში საკმაოდ მაღალია და აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ წელს უკვე მესამედ მოიპოვა ჩვენმა სკოლამ ეს წარმატება. ჩვენი წარმატების ფორმულა ალბათ არის ის, რომ გაკვეთილებზე მაქსიმალურად გვყავს დატვირთული მოსწავლეები და თითოეული პედაგოგი ცდილობს ყოველდღიურად მისცეს მათ საუკეთესო განათლება. ინდა აქვე ვთქვა ისიც, რომ ჩვენი წლევანდელი გამარჯვებული ძალიან აქტიური ბავშვია. თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შარშან ის ლიეტუვაშიც იმყოფებოდა. ვფიქრობ, ვინც ცდილობს რაღაცას მიაღწიოს, მას აუცილებლად უფასდება შრომა.ძალიან კარგი ბიჭია. მინდა ვუსურვო წარმატებები მას და მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ ასეთი კარგი პროექტისთვის“.

„ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ტყიბულის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ვლადი ბოჭორიშვილმა მოიპოვა:

„ეტალონში დღეს მეორედ მივიღე მონაწილეობა. მართალია, პირველი მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდა, მაგრამ მე მოვემზადე და დღეს კიდევ ერთხელ ვცადე ამ წარმატების მიღწევა. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს სკოლას, ჩემს პედაგოგებს და ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებს, რომლებიც ძალიან მგულშემატკივრობდნენ“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება