მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაღალმთიან დასახლებაში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი დამატებით სოციალურ შეღავათს, რომელსაც სახელფასო დანამატზე 35% უნდა შეედგინა, კანონპროექტის ჩავარდნის გამო 2019 წლიდან აღარ მიიღებენ.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. თუმცა, როგორც პროექტის ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტს ხელახლა განიხილავენ.
„კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა თუმცა, თავიდან შევიტანთ კანონპროექტს. მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში 2020 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი შემოვა. სწორედ ამ დროისთვის შევიტანთ კანონპროექტს, დაიწყება განხილვები და სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რათა 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ხარჯვითი წილი. წინასწარ თქმა მიჭირს, თუმცა მგონია, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ და ალბათ, წლის ბოლოს მივიღებთ“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა
კანონპროექტის მიხედვით, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს (სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებს) უნდა დამატებოდა შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებული პირები, ასევე საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
სოციალური შეღავათი 4 800 პირს უნდა შეხებოდა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება