მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯანსაღი ძილი ბედნიერი და აქტიური ცხოვრების აუცილებელი პირობაა. ძილი ძალთა აღდგენის საშუალებად და საუკეთესო წამლად მიიჩნევა.
Journal of Clinical Gastroenterology-ში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარცხენა გვერდზე ძილი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მარჯვენა მხარეს.
1. მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ მარცხენა მხარეს ძილი აუმჯობესებს ლიმფური სისტემის მუშაობას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლისა და ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების გაწმენდაში.
ლიმფოდრენაჟი მარცხენა მხარის გასწვრივ ხდება, ამიტომაც როდესაც მარცხენა მხარეს ვწევართ, გაფილტრული მავნე ნივთიერებები მარტივად გამოიყოფა ორგანიზმიდან.
2. მარცხენა გვერდზე ძილი აუმჯობესებს გულის მუშაობას.
საქმე ისა, რომ აორტა - სისხლძარღვთა სისტემის ყველაზე მთავარი და დიდი არტერია - მარცხენა მხარესაა. შეიძლება წვრილმანად მოგვეჩვენოს, მაგრამ როდესაც მარჯვენა მხარეს გვძინავს, გულის დატვირთვა იზრდება.
3. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კუჭის ფორმიდან გამომდინარე, მარცხენა მხარეს ძილი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
4. ელენთა, რომელიც ორგანიზმის წმენდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მარცხენა მხარესაა განთავსებული. მარცხენა გვერდზე ძილი ამცირებს წნევას და ხელს უწყობს ელენთის მუშაობას - გაფილტრული ნივთიერებები მარტივად გამოიდევნება ორგანიზმიდან.
5. ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო სწორედ მარცხენა მხარეს მდებარეობს.
დარწმუნდით, რომ თქვენი ორგანიზმი ღამე კარგად ისვენებს. ახლა თქვენ უკვე იცით როგორ! იმისათვის, რომ დილა იყოს მშვიდი და კარგ განწყობაზე გაიღვიძოთ, მიეჩვიეთ მარცხენა მხარეს ძილს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ