სიახლეები
სკოლები

ოქტომბრის საჯარო სკოლაში ღონისძიება „9 აპრილი - საქართველოს მოუშუშებელი ტკივილი“ გაიმართა
17-04-2019
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლაში, ისტორიის პედაგოგ ანზორ ბასილაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „9 აპრილი - საქართველოს მოუშუშებელი ტკივილი“. 

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს V-XII კლასის მოსწავლეებმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ნონა გორგაძემ. 

ღონისძიებას უძღვებოდნენ VI და X კლასის მოსწავლეები გიორგი კონცელიძე და მარიამ ზოიძე. მონაწილეებმა ვიდეორგოლის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მოსწავლეებმა წაიკითხეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები, მოისმინეს ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომელიც ნამდვილ პატრიოტულ ჰიტად და თავისუფლების ჰიმნად იქცა ქართველი ერისათვის.

დასასრულს მოსწავლეებმა ცოცხალი ყვავილებით შეამკეს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე 9 აპრილის მემორიალური დაფა.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

სიახლეები
საზოგადოება