მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ლიტერატურული საღამო „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გაიხსენეს ისტორიული ფაქტები, რომლებიც უკავშირდება უშუალოდ ქართული ენის დაცვას. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. საღამო გაალამაზეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა: გაბრიელ კეზევაძემ და ბარბარე ბიბილეიშვილმა (ხელმძღვანელი ელიზა ფრუიძე).
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“
კალის საჯარო სკოლაში ბულინგზე, მოსწავლეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლექცია წაიკითხა
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს