მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.
ამჯერად ''საჩხერის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი საირხის სკოლაში ჩატარდა.
საჩხერის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე, რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი, საირხის სკოლის დირექტორი ეკა ენუქიძე, საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
''საჩხერის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჩიხის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გვანცა ჭიღლაძე დაეუფლა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გამარჯვებულ მონაწილეს და მის დამრიგებელს ერთჯერადი ფულადი პრიზები გადასცა - ''საჩხერის ეტალონ მოსწავლეს'' 500 ლარი, ხოლო დამრიგებელს - 200 ლარი.
ფულად პრიზებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტმა გამარჯვებული სიგელითა და გამგებლის ინიციატივით დამზადებული საქართველოს რუკით დააჯილდოვა.
საკრებულოს თავმჯდომარემ კი გვანცა ჭიღლაძეს ''ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი'' გადასცა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით ''ეტალონის'' ღონისძიების აღსანიშნავად საირხის სკოლაში წიწვოვანი ხე დარგეს.
''საჩხერის ეტალონი მოსწავლე'' გვანცა ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გამარჯვება მოულოდნელი იყო:
''ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო გამარჯვება. ეს წარამატება კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარი იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ''ეტალონის'' შემქმნელებს, ასეთი ღირსშესანიშნავი პროექტისთვის, რადგან ძალიან ბევრ ახალგაზრდას უხარებენ გულს. მადლობას ვუხდი ჩვენს მუნიციპალიტეტს იმ საჩუქრებისთვის, რაც გადმომცეს. ნებისმიერი ადამიანისთვის თავისი წარმატების წახალისება ერთგვარი სტიმულია.''
გამგებელი მალხაზ ბაზაძე მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს:
''ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ''ეტალონს'' მხარს ვუჭერ. მივესალმები, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, კერძოდ საირხის სკოლაში ჩატარდა ღონისძიება. საკმაოდ მაღალი ჩართულობა იყო სკოლების მხრიდან. გამარჯვებულს სუვენირთან და სიგელთან ერთად ფულადი ჯილდო გადავეცით 500 ლარის ოდენობით, დამრიგებლს კი 200 ლარი. დიდ მადლობას გადავუხდი ბატონ გოჩას, მის გუნდს და წარმატებებს გისურვებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.''
საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ ნადირაძის თქმით, ''ეტალონი'' ახალგაზრდების განათლებას უწყობს ხელს:
''რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ღონისძიება იყო. კმაყოფილი ვარ, რომ ძალიან ბევრი ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდა მონაწილეობდა, შედეგებიც მისასალმებელია. ღონისძიებაზეც აღვნიშნე, რომ განათლება გადაარჩენს ქვეყანას. ''ეტალონი'' კი სწორედ ის პროექტია, რომელიც ახალგაზრდების განათლებას უწყობს ხელს.''
საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ივანაშვილის თქმით, ინტელექტ-შეჯიბრში საჩხერის სკოლების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო:
''ეტალონი'' საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება. ჩვენ მივესალმებით ამ ეროვნულ პროექტს. სასიხარულოა, რომ საკმაოდ ბევრი მოსწავლეა ჩართული ამ ინტელექტ-შეჯიბრში. მივესალმებით ''ეტალონის'' რეგიონებში ჩატარებას. შეჯიბრი ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას. საჩხერიდან სულ 83 ბავშვი იყო ჩართული და ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. დიდი მადლობა ბატონ გოჩას და მთელ შემოქმედებით კოლექტივს.''
საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების წამყვანმა სპეციალისტმა ხათუნა ქველაძემ აღნიშნა, რომ ''ეტალონში'' მოსწავლეები დიდი სიხარულით მონაწილეობენ:
''ღონისძიებაში 83 მოსწავლე მონაწილეობდა. ძალიან დიდი სიხარულით იყვნენ ბავშვები, კარგი ქულები მიიღეს. ''ეტალონი'' ძალიან კარგი პროექტია, ჩვენ მოხარულები ვართ და სიამოვნებით ჩავერთეთ ამ ინტელექტ-შეჯიბრში. სხვა დროსაც აუცილებლად მივიღებთ მასში მონაწილეობას.''
რესურსცენტრის უფროსი ცისამარ მაჭარაშვილი ხაზს უსვამს, რომ ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა:
''ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა და ეს ძირითადად საირხის სკოლის დირექციისა და პედაგოგების დამსახურებაა. ''ეტალონის'' ჩატარება რაიონის სკოლების გამოცოცხლებას იწვევს. უფრო სხვა საზრუნავი უჩნდებათ მოსწავლეებს. მათი სურვილია თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. დიდ მადლობას იმსახურებს ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი და მთელი შემოქმედებითი კოლექტივი. ''ეტალონში'' გამარჯვება ყველაზე პერსპექტიულია და ეს ყველა მოსწავლის ოცნებაა. აქ მონაწილეობაც ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ მოსწავლეების ჩართულობა ძალიან მაღალია. დადებითად ვართ განწყობილი ინტელექ-შეჯიბრის მიმართ და ვუსურვებთ მას წარმატებას.''
''საჩხერის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის გვანცა ჭიღლაძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა