მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
18 აპრილის 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი უშუალოდ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის ნანა ლოლაძისგან მიიღოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წამოწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.
პროექტის მიზანია, რომ აბიტურიენტებს კიდევ ერთი დამატებითი საშუალება მიეცეთ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების განსახილველად. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდების შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ყველა იმ საკითხზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც საგამოცდო პროცესს უშუალოდ შეეხება. მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ღია კარის დღეებიც.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა. 7 მაისის 18:00 საათამდე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს შეეძლებათ საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა მათ მიეცემათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება