მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე სასწავლო წელს ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არჩევით საგანს - თანამედროვე ფიზიკის შესავალს სწავლობენ.
საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები იგეგმება საგნის მასწავლებლის მიერ. მოტივაციის ამაღლების მიზნით საგნის მასწავლებელმა ხათუნა უსტიაშვილმა გასვლითი გაკვეთილი დაგეგმა, ისინი ბათუმის ამერიკულ კუთხეს ეწვიენ, სადაც ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიას გაეცნენ.
წარმომადგენელმა ზურაბ მესხიძემ ჩაუტარა მინი ლექცია. შემდგომ მოსწავლეები ჩაერთენ პრაქტიკულ აქტივობებში. გაეცნენ და გამოიყენეს 3D პრინტერის მუშაობის პრინციპს, ააწყეს მარტივი ელექტრული წრედები, რადიო, გამოიყენეს სამგანზომილებიანი კალამი.
ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარი და აქედან გამომდინარე დაიგეგმა შემდეგი აქტივობა.
მოსწავლეებმა ჯგუფებში მოამზადეს პრეზენტაციები თემებზე: „მომავლის ტექნოლოგიები“, „კოსმოსი“, „ნანოტექნოლოგიები“ და „რობოტები“. მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას, ხელს უწყობს კვლევა ძიების, თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს