სიახლეები
სიახლეები

აბიტურიენტების რომელ კატეგორიას ექნება საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება
23-03-2017
-
+


დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 23 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და მიმდინარე წელს არ უსრულდებათ 24 წელი;

  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
  • თავდაცვა და უსაფრთხოება საბაკალავრო პროგრამა

2. აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: ზოგადი უნარებიუცხო ენაქართული ენა და მათემატიკა.


2. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (2017 წლის 29 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით);

3. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში (2017 წლის 30 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით);

4. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და გაგზავნილ იქნებიან სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად (2017 წლის 31 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით);

5. საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყებამდე იუნკერებმა უნდა გაიარონ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT);

6. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 3 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

 

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) - 2 ეგზ.
  3. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
  5. ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  6. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და-ძმა) - 2 ეგზ.
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ.
  9. ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
  10. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან) – 2 ეგზ.
  11. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ - 2 ეგზ.
  12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ("MMMR" - წითელა, წითურა, ყბატურა; "TD" - ტეტანოსი, დიფტერია) – 2 ეგზ.
  13. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  14. ფოტოსურათი 3X4-ზე - 6 ცალი
  15. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
  16. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

 

შენიშვნა:

  1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
  2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება