მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეები ონლაინ სივრცეში საერთაშორისო პროექტ ''Protected Areas''-ის ფარგლებში შეხვდნენ.
როგორც სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი და პროექტის ავტორი ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, ეს იყო მოსწავლეების პირველი შეხვედრა ონლაინ სირცეში:
''ეს იყო ჩვენი მოსწავლეების პირველი შეხვედრა ონლაინ სივრცეში. დამეგობრდნენ მოსწავლეები, ისაუბრეს პროექტის მუშაობის შესახებ, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთ დაცული ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის, პრომეთეს მღვიმის, სათაფლიის მღვიმის და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის შესახებ.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა. მოსწავლეები ონლაინ სივრცეში შექმნიან ჯგუფებს, შეარჩევენ ჯგუფის სახელს და მოამზადებენ პროექტის თემის შესაბამის პრეზენტაციებს. შეხვედრიდან ნათლად ჩანს, რომ მოსწავლეები ჩართულნი არიან აქტიურ-ინოვაციურ კვლევაში, პროექტზე მუშაობის პროცესში მოხდება მოსწავლეთა პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება, ტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენების უნარების ამაღლება და გაეცნობიან და შეისწავლიან უფრო უკეთ მათ დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ფლორას და ფაუნას.
მადლობას ვუხდი თანამშრომლობისათვის ქუთაისის სკოლის დირექტორს ქალბატონ სოფიო ხარშილაძეს, ტექნოლოგიების პედაგოგს თამარ კვერნაძეს და ჩემს წრამტებულ და ენერგიულ კოლეგას, ქალბატონ ეკატერინე ნაროუშვილს!
ეს ქვეყანა - მშვენიერი საქართველო ჩვენია! უნდა მოვუფრთხილდეთ მის ბუნებას, უნდა ვისწავლოთ პოზიტიური, საქმიანი, წარმატებული თანამშრომლობა ერთმანეთთან, უცხოელებთან. ჩვენ ამას შევძლებთ, აუცილებლად! წარმატებები ბავშვებო!''
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს