მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნა“-ში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს ქართული ენის ისტორიის მნიშვნელობა გაეაზრებინათ და შემოქმედებითი უნარები განვითარებოდათ.
მოსწავლეებმა მცირე წიგნები - „ქართული ანბანი“, „ჩვენი ზღაპრები“, „ქართველ პოეტთა ლექსები დედაენაზე“ ერთ ლამაზ სანახაობაში გააერთიანეს.
ამავდროულად, მათ კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელზეც დედა ენის დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსეს.
ღონისძიებას ესწრებოდა გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, გლდანის რაიონის გამგეობის ავჭალა, გლდანის ხევის საუბნო განყოფილების უფროსი გიორგი ჭიღლაძე და ავჭალის მაჟორიტარის წარმომადგენელი ანდრია კაპანაძე.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს