მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის დამრიგებელმა ლილი კუპატაძემ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს და მოილოცეს.
სკოლის აღსაზრდელები ჭაბუკიანის ივერის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ, სადაც განთავსებულია დედათა მონასტერი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკლესიის მსახურის დახმარებით მოსწავლეებმა მოისმინეს კომპლექსის მშენებლობის ისტორია, დაათვალიერეს ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები.
„მონასტერში გვისახსოვრეს სანთლები და წმინდანთა ცხოვრების შესახებ წიგნები, ასევე მოვილოცეთ მსხალგორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის და თელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები. დღის ბოლოს კოცონი დავანთეთ, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს