მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონათა გუნდი საერთაშორისო კონკურსის - „ტექნოლოგიური გამოწვევა“ ფარგლებში ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობდა.
საერთაშორისო კონკურსის - „ტექნოლოგიური გამოწვევა“ ფარგლებში ორგანიზებული ბანაკი 12-14 აპრილს თბილისში გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან გოგონების 17 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ხონის N2 საჯარო სკოლის 11 მოსწავლე: ანა უგულავა, ანანო ბახტაძე, დეა კუჭავა, ნინი ჩხენკელი, ნინი ჩარგეიშვილი, მარიამ დარსაველია, ლიზი ბენიძე, მარიამ გიორბელიძე, ლიზი ბახტაძე, რუსუდან ცქიფურიშვილი, სოფიო ხაჭაპურიძე.
ჯგუფს ხელმძღვანელობდა - შენონ კრამერი.
საქართველოში პროგრამას ცოდნის კაფე მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად ახორციელეს.პროგრამის ძირითადი პარტნიორია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA.
ბანაკში 10-დან 18 წლამდე გოგოებს შესაძლებლობა ჰქონდათ განევითარებინათ ახალი უნარები კომპიუტერულ პროგრამირებასა (software programing) და ბიზნეს მოდელის დაგეგმვაში. ბანაკში 60 გოგონამ გაიუმჯობესა ტექნიკური და ინტერპესონალური უნარები, რომლებიც პირად და კარიერულ ცხოვრებაში დაეხმარებათ.
ბანაკში მონაწილეობის მისაღებად გოგონებმა 4 თვიანი სწავლება გაიარეს - კოდინგის, მარკეტინფის და მეწარმეობის მიმართულებით. ტექნოლოგიურ ბანაკში კი, განავითარეს თავიანთი ახალი მობილური აპლიკაციების პროტოტიპები და მათთან დაკავშირებულ ბიზნეს მოდელები.
ბანაკის შემდგომი ეტაპი იქნება - ე.წ. pitch event, სადაც 4 ჯუნიორ და 14 სენიორ გუნდი ჟიურის წარუდგენენ მათ მიერ შექმნილ მობილურ აპლიკაციებსა და ბიზნეს მოდელებს, რის შემდეგაც გამოვლენილი 4 ფინალისტი გუნდი მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის გუნდებს შეეჯიბრება და ტექნოლოგიური გამოწვევის კონკურსში საერთაშორისო პირველობისთვის იბრძოლებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს