მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა, მელანო ბერაძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა (მე-10 კლასის მოსწავლეებმა) დაასრულეს ერთთვიანი პროექტის „ხელსაქმე“ ფარგლებში სასწავლო რესურსზე მუშაობა.
„მათი მიზანი იყო, რომ რესურსოთახის კედლები მოეხატათ და დაემშვენებინათ, რათა ეს გარემო გაელამაზებინათ იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც უწევთ ამ ოთახში მუშაობა. მოსწავლეებმა მოხატეს კედლები, გამოჭრეს სხვადასხვა ცხოველების ფიგურები, ფორმები. სამუშაოები მთელი თვის მანძილზე რეგულარულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ მათ დაასრულეს ოცნების ხე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ბორის საჯარო სკოლა მოსწავლეები სახელით მადლობას უხდის ამერიკელ მეგობრებსა და ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლს“ ფინანსური დახმარებისთვის. ასევე, სპეც პედაგოგებს: ირმა მოდებაძესა და თიკო სარალიძეს, სკოლის დირექტორს, ჰამლეტ ბერაძეს და განსაკუთრებული მადლობა მთელი სკოლის სახელით იდეების გენერატორსა და ნახატების შემქნელს, მე-12 კლასის მოსწავლეს დეაკო ბერაძეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს