მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის, ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,საშველს რომ აღარ მაძლევს“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებით წარდგნენ.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფია გააცნეს, პოეტის ლექსები წაიკითხეს და სიმღერები - ,,ჩემი საქართველო აქ არის“ და ,,აღორძინდი საქართველო“ შეასრულეს.
„ღონისძიების ორგანიზატორი იყო ჩვენი სკოლის ახალბედა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა რუსია, მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ნათელა მიგინეიშვილმა. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ჯილდა ცომაიამ და პედკოლექტივმა წარმატებები უსურვა ახალბედა პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში. ხოლო ჩვენი სკოლის დამსახურებულმა პედაგოგმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჯულეტა მაისაიამ გზა დაულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. მან აღნიშნა რომ ღონისძიებები კიდევ უფრო აღვივებს სწავლისადმი ცოდნას მოსწავლეებში დღეს მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნენ მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას და გაანალიზეს პოეტის დამოკიდებულება სამშობლოს და მშობლიური ენის სიყვარულისადმი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს