მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლებში საგალობლების სავალდებულო სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ეკლესიის ინიციატივა იყო, რომელსაც მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს.
მისი თქმით, უკვე გახსნილია 20 სკოლა, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას, საგალობელს და დამატებით კიდევ ექვსი სკოლა გაიხსნება.
„ეს საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და ემოციურ საკითხს წარმოადგენს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩემი ან ჩემი მთავრობის წარმომადგენლის ინიციატივის ან სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და მას სრულიად არაჯანსაღი ფორმა ეძლევა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გამოსვლაზე სტრასბურგში. მე ამ საკითხს სახელმწიფოებრივად და ამავე დროს ემოციური დატვირთვითაც, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ქრისტიანულ ოჯახში და მე მაქვს ჩემი ფასეულობები. მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით, ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა – ილია ჭავჭავაძემ – „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს მას ვერ ექნება მომავალი. ისევე როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე და მომავალზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც მე და ჩემი თანაგუნდელები ვხელმძღვანელობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე – ბუნებრივია, პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია, რა თქმა უნდა აქ შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი – ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესში.
დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ, უფრო მეტიც მსურს გავიმეორო რომ ყველაგან სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, ყველაგან ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს, რადგან ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში ქართული ერისა და ხალხის ინტერესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება