სიახლეები
სიახლეები

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს
20-04-2019
-
+


ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

"ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე“, – აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

„გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომების ძლიერ დაზიანება/დასუსტება. ხოლო, მომდევნო წლებში პრობლემა მავნე მწერმა – ბზის ალურამ გაამწვავა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომების წამლობას 2016 წლიდან ახორციელებს.

ბიოლოგიური საშუალებით წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მუშავდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში არსებული ბუნებრივი ბზის კორომები 550 ჰა ფართობზე.

სააგენტო მიმართავს ბრძოლის ინტეგრირებულ მეთოდებს, შესაბამისად, გარდა წამლობისა სააგენტო ახორციელებს მავნებლის ინტენსიური მონიტორინგს/დაჭერა-განადგურებას ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებით. გასულ წელს კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებში განთავსებული იყო 1500 ფერომონიანი მწერსაჭერი", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების ორი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - NAEC

ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

„სკოლაში დასაქმება მინდა, რადგან პერსპექტიულია“... - მასწავლებელთა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტირების შესახებ საუბრობენ

„გამოცდა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი“... - აბიტურიენტები ლიტერატურის ტესტირებაზე საუბრობენ

ორი გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა - ვის ეხება NAEC -ის ინფორმაცია

პიროვნება
სკოლები

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება