მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომლებსაც გამოცდაზე სპეციალური პირობები ესაჭიროებათ.
ცენტრის ინფორმაციით, თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა. ამასთან, აბიტურიენტი ვალდებულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე) წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 2 მაისის 18:00 საათამდე.
2 მაისის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენისას
აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით.
აღსანიშნავია, რომ 2 მაისის შემდგომ წარმოშობილი ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს ასეთი დარღვევის წარმოშობიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
იმ შემთხვევაში თუ გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტისათვის სპეციალური პირობების შექმნა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება