მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის, საქართველოს მილსადენის კომპანია Bp-ს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი კონკურსის „ჩვენ და უცხოური ენები“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსი ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში ლანჩხუთის საჯარო სკოლების და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ ეტაპი ტესტირებას დაეთმო, მეორე ეტაპზე უცხოელ პედაგოგებთან გასაუბრება შედგა. კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამოვლინდა გამარჯვებულები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნინო ჩიტაძემ.
ცერემონიალს უძღვებოდა ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი.
გამარჯვებულებს შორის იყვნენ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც:
ინგლისურ ენაში - პირველი ადგილი დაიკავა დაჩი ნაკაიძემ (Vკლასი), მეორე ადგილი - გიორგი ღლონტმა (X კლასი), კოკა ჩავჩიძემ და ლიკა აფხაზავამ (VIII კლასი).
რუსულ ენაში - პირველი ადგილი ლიზი თურქიამ (X კლასი) არავის დაუთმო, მესამე დიმიტრი მაჩიტიძემ (X კლასი) დაისაკუთრა.
გერმანულ ენაში - პირველი ადგილი თეა იმნაძემ (X კლასი) დაიმსახურა, მეორე ადგილიც სალომე კაცაძეს (X კლასი) ერგო.
სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე ზურაბ ზარიძე, ანა შეწირული,, ზურა ხვიჩია, ანანო წილოსანი, დათო გოგუაძე, ლუკა მაჩიტიძე, ირაკლი შალიკაშვილი და ზურა ხოფერია.
საჩუქრების გადაცემა არც პედაგოგებისთვის გამორჩენიათ - ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლიდან გერმანული ენის მასწავლებელს მარინა მორჩილაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელს ნათია ფირცხალაიშვილს და რუსული ენის მასწავლებელს ნატალია ჭელიძეს გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს