მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ახალციხეში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ახალგაზრდები მდგრადი მომავალისთვის“, რომელშიც ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტყემლანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ვასილ კაპანაძემ საუკეთესოდ წარმოადგინა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
კონფერენცია ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სკოლის დირექტორებისა და თითოეული ინგლისური ენის მასწავლებლების მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის, ახალციხის ციხის, გაზეთი სამხრეთის კარიბჭის, ტელეკომპანია მე-9 არხის, პროფკავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის, ამერიკის კუთხე, არასამთავრობო ორგანიზაციები CENN წარმომადგენლობა.
მონაწილე მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები, ხოლო სკოლებს - მადლობის სიგელები.
ტყემლანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ხათუნა ხმალაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის, ვასილ კაპანაძეს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ასევე ინგლისური ენის პედაგოგს ნათია კაპანაძეს გაწეული მხარდაჭერისათვის და მოსწავლის მშობლებს აქტიური და წარმატებული შვილის აღზრდისათვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს