მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იყო პედადგოგი ეს უდიდესი პატივი, მოვალეობა და ვალდებულებაა საზოგადოებისა და უფლის წინაშე.
პედაგოგს ერთგვარად მოძღვრის ფუნქცია აკისრია მოსწავლის ღზრდის საქმეში. ყრმის ბუნება ხომ თავიდან ვაზის პატარა მორჩს ჰგავს.
როგორც ვაზის მორჩს ესაჭიროება, მისი მომავალი ძლიერებისთვის მტკიცე, ურყევი ჭიგო ასევე ესაჭიროება ყველა პატარას ჭიგოსავით მძლავრი პედაგოგი, რომელიც როგორც მისი განათლებისთვის ასევე სულიერი ფორმირებისთბისთვის იღვაწებს.
სწორედ ასეთი მასწავლებელი გახლდათ ყველასათვის საყვარელი, დაუღლელი, ულევი ენერგიის, ერუდიციის მქონე ქალბატონი ლილი იმნაძე.
ამ ქალბატონმა 52 წელი პირნათლად ატარა პედაგოგის წმინდა მანტია, უდიდესი სიყვარული, სითბო და პატივისცემა დაიმსახურა ყველასგან.
იმ დღეს ულევი სიყვარული იღვრებოდა დარბაზში, საზოგადოების მადლიერი თვალები არ შორდებოდა ლილი მასწავლებელს.
ლილი მასწავლებელი დიდი პატივით გააცილეს სკოლიდან კოლეგებმა, ყოფილმა მოსწავლეებმა, თანასოფლელებმა.
ღმერთმა უმრავლოს საზოგადოებას ასეთი ღირსეული პედაგოგები.
ავტორი: ქვემო აკეთის სკოლის მასწავლებელი ნანა მათითაიშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
განძის N2 საჯარო სკოლაში ღონისძება მიეძღვნა დედაენის დღეს
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღინიშნეს