მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში რიგით მე-5 შეხვედრის ფარგლებში ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ველისციხს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ინტელექტუალთა ჯგუფმა „თერგდალეულები“ წარმატებული თამაშის შედეგად საპატიო III ადგილი დაიკავეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს თამაშში მონაწილეობა უწევდათ არათანაბარ პირობებში, რადგან ისინი 12 კლასის მოსწავლეებს ეჯიბრებოდნენ მაშინ, როცა ველისციხის საჯარო სკოლის გუნდში ერთი მე-11 კლასელი, ოთხი მე-10 კლასელი და ერთიც მე-9 კლასელი მონაწილეობდნენ.
ბავშვები წლებია ემზადებიან და ღებულობენ მონაწილეობას. მათ მხოლოდ წელს მოახერხეს ფინალში გადასვლა.
სკოლის დირექცია ნიჭიერ და მიზანსწრაფულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო, გათამაშებული სიტუაციის მეშვეობით მრავალმხრივ გამოვლენა მოსწავლის უნარისა და ცოდნისა