მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით აბიტურიენტების დასმულ კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლოლაძემ უპასუხა აბიტურიენტების ყველა აქტუალურ კითხვას, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
- რა უნდა გავითვალისწინოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე?
- ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას, გონივრულად გაანაწილეთ დრო, რათა შეძლოთ დავალებებზე მშვიდად და აუჩქარებლად მუშაობა და პასუხების ფურცელზე მათი დროულად გადატანა.
- ტესტის რედაქტირებაში არასწორად დასმული მძიმის შემთხვევაში ქულა დაგვაკლდება?
- დიახ, არასწორად დასმული მძიმის შემთხვევაში ქულა დაგაკლდებათ.
- ტექსტის რედაქტირებაში დავითვალოთ ჩვენ მიერ გასწორებული შეცდომები? დაგვაბნევს თუ დაგვეხმარება?
- არ არის საჭირო შეცდომების დათვლა, რადგან შეიძლება მართლაც დაგაბნიოთ.
- რედაქტირებაში რომ შევცვალოთ სიტყვა, რომელშიც არაა შეცდომა, ქულა დაგვაკლდება?
- სასურველია ტექსტში ზედმეტი ცვლილებები არ შეიტანოთ, ეს დაგიცავთ ახალი შეცდომებისგან, მაგრამ თუ მაინც ჩაანაცვლებთ ასევე სწორი ფორმით და აზრიც არ შეიცვლება, შეცდომად არ ჩაგეთვლებათ.
- მაგალითად, რედაქტირებაში ერთი ტიპის რამდენიმე შეცდომა დავუშვი. ერთი ქულა დამაკლდება თუ რამდენჯერაც დავუშვი იმდენი?
- რამდენ შეცდომასაც დაუშვებთ, იმდენი ქულა დაგაკლდებათ.
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თემის და ესეს წერის დროს?
- წერითი დავალებების შესრულებისას შეეცადეთ, რომ ზუსტად უპასუხოთ დავალების პირობას, მსჯელობა დაასაბუთოთ სათანადო არგუმენტებით, ნაშრომში დაცული უნდა იყოს სალიტერატურო ენის ნორმები.
- მაინტერესებს გააზრების მე-4 კრიტერიუმში ციტატების მოყვანა ყველა მოსაზრებაზე აუცილებელია? იმიტომ, რომ იტვირთება ციტატებით. ყველა მოსაზრებას (მაგალითად პერსონაჟის დახასიათებას) უნდა ციტატა - სად ჩანს ესა თუ ის თვისება?
- ყველა მოსაზრებასთან დაკავშირებით ციტატების მოხმობა აუცილებელი არ არის, ზოგჯერ საკმარისია პერიფრაზიც.
- პასუხების ფურცელზე არსებული ადგილი, რომელიც გამოყოფილი იყო არჩევითბოლოიანი დავალებებისთვის, წელს თხზულების ადგილს მიემატება, ანუ ორი გვერდი გვექნება თხზულების დასაწერად თუ უფრო ნაკლები?
- ორივე გვერდი გამოყოფილი იქნება თხზულებისათვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი თხზულება აუცილებლად ორი სრული გვერდის სიდიდის უნდა იყოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“