მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ახალგაზრდები მდგრადი მომავალისთვის“,-ინგლისურ ენაზე. მასში ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღრელის საჯარო სკოლიდან მე-9 კლასის მოსწავლემ სიდონია იაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის, ახალციხის ციხის, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭის“, ტელეკომპანია „მე-9 არხის“, პროფკავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის, „ამერიკის კუთხე“, არასამთავრობო ორგანიზაციები - CENN წარმომადგენლობა.
მონაწილე მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები, ხოლო სკოლებს - მადლობის სიგელები.
ღრელის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ხათუნა ხმალაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, სიდონია იაძეს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ასევე ინგლისური ენის პედაგოგს ირმა ინასარიძეს გაწეული მხარდაჭერისათვის და მოსწავლის ოჯახის წევრებს აქტიური და წარმატებული შვილის აღზრდისათვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს