მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან, ნიკოლოზ ბარათაშვილის საბედისწერო ყოფასა და უიღბლო სიყვარულზე ისაუბრა. პედაგოგის ნაამბობით ინტერესაღძრულმა მოსწავლეებმა კედლის გაზეთი „მერანი“ გამოუშვეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გაკვეთილის შესახებ ვრცლად საუბრობს:
„ვიფიქრე, მეხუთე კლასია, ნიკოლოზ ბარათაშვილის საბედისწერო ყოფასა და უიღბლო სიყვარულზე საუბარი ნაადრევია-მეთქი...
მშრალი ბიოგრაფიული ცნობები მივაწოდე ბავშვებს.
რვავე თვალებში მიყურებს.
ინტერესიანი მზერა აქვთ...
უცებ,
-ბავშვებო, ეკატერინე ჭავჭავაძე იცით ვინ არის?
-დავით დადიანის ცოლი, მას.-წამოხტა გიორგი.
მივხვდი, რომ არაფერიც არ იყო ნაადრევი და დავიწყე...
აუხდენელი ოცნებები, უიმედო სიყვარული, ამ სიყვარულით დაწერილი ლექსები, ეკატერინეს დაგვიანებული და დროული საჩუქარი მკითხველს, ილიას "აღმოჩენა"-ტატოს პოეზია...
ინტერესი გაუძლიერდათ, ვატყობ.
-მოდით, მოვიძიოთ ყველაფერი ტატოზე და კედლის გაზეთი გავაკეთოთ!
მეორე დღესვე მოიტანეს "ამბები"...
"მერანი" ჯერ ადრეა...
მაინც ვერ გავექეცი(თ) და სათაურისთვის "ვიქურდე"...
მე ვწერდი.
ისინი გარშემო შემომისხდნენ და ჩვენი პირველი გაზეთიც "გამოცხვა"...
ნიკოლოზ ბარათაშვილის განწირულ სულისკვეთებას ცუდად არც ამჯერად ჩაუვლია...
წინ ბევრი ასეთი ამბავია...
ბავშვებო,მიყვარხართ“,-აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ - მუნიციპალური ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს