TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„ჩვენი მწვანე ინიციატივა“ - ახალციხის ციხეზე დედამიწის დღე გარემოსდაცვითი მემორანდუმით აღინიშნა
23-04-2019
-
+


„ახალციხის ციხემ“ დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნად აქციას „ჩვენი მწვანე ინიციატივა“ უმასპინძლა.

ინიციატივის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ახალციხის ციხეს,“ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და იმ სკოლის დირექტორებს შორის, რომლებიც ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში,  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელ „CENN”-თან აქტიურად თანამშრომლობენ.  

აღნიშნული  მემორანდუმით, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები,  საგანმანათლებლო რესურსცენტრი და „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია თანხმდებიან  დაწესებულებებს  შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობაზე,  გარემოსდაცვითი მწვანე ინიციატივების, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგები,  მოსწავლეები და  ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კაპანაძე, რომელიც  ასევე „CENN”-ის  რეგიონული კოორდინატორია სამცხე-ჯავახეთში.

შეხვედრაზე, რომელიც საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა დაისახა თანამშრომლობის სამომავლო  გეგმები,  უახლოეს დღეებში ასევე შეიქმნება ინიციატივების გაზიარებისათვის ელექტრონული პლათფორმა.  ღონისძიებაზე მოწვეული  სტუმრებისათვის ასევე მოეწყო  საინფორმაციო ტური ციხის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს  მსოფლიოში „დედამიწის  საერთაშორისო დღე“  აღინიშნება.  ინიციატივა 1969 წელს წამოიჭრა სან ფრანცისკოში,  იუნესკოს კონფერენციაზე.  1970 წლიდან კი მას მთელი მსოფლიოს  მასშტაბით აღნიშნავენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად მილიონობით მოხალისე ერთვება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება