მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
მოსწავლეებთან ერთად დედა ენის დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან პედაგოგებიც. ამ დღეს ყვავილებზე მეტად ქართული სიტყვა და ლექსი უხდება საგანგებოდ მომზადებულსცენას, მით უმეტეს, რომ სწორედ ამ დღეს სკოლას სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და ასე, თავიანთი შემოქმედებით, პატივი მიაგეს დედა ენის დიდ სიყვარულს, განძს, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ.
ამ დღესვე პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი „ვეფხისტყაოსნის" თემაზე: ბავშვებმა იქვე შეისწავლეს „ვეფხისტყაოსნიდან" ორი სტროფი და წაიკითხეს ზეპირად, გაიმართა კონკურსი ხატვაშიც. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება ახალქალაქის სკოლის თითოეული მოსწავლისათვის.
იხილეთ სტატია:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ფერეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მათთვის სასურველი წიგნები შეარჩიეს წასაკითხად