მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად „გავუწოდით დედამიწას დახმარების ხელი“ აქცია მოაწყო.
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, შექმნეს პოსტერები და გამოაკრეს თვალსაჩინო ადგილას. მათ გარკვეული დროით გადაკეტეს სკოლასთან მისასვლელი საავტომობილო გზები, რომლის მიზანი იყო ამ პერიოდში შეემცირებინათ ავტომობილის გამონაბოლქვით მიყენებული ზიანი დედამიწისათვის. აქციის მომზადებაში მოსწავლეებს ადგილობრივი პოლიციის განყოფილება დაეხმარა, რომლის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ მოსწავლეების გვერდით და ეხმარებოდნენ მათ გზის გადაკეტვაში.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა დააჯილდოვეს ის მასწავლებლები, რომლებიც დაემორჩილნენ აქციის მოთხოვნებს და საკუთარი ავტომობილები დააყენეს სკოლისგან მოშორებულ ადგილას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ფერეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მათთვის სასურველი წიგნები შეარჩიეს წასაკითხად