სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სპორტული გუნდი „არგონავტები“ იმერეთის ჩემპიონია
24-04-2019
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მხიარული სტარტების გუნდი „არგონავტები“  იმერეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა.

შეჯიბრი თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში რეგიონის თორმეტ მუნიციპალიტეტში გამაჯვებული გუნდები მონაწილეობდნენ. ქუთაისის N40 საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა დამაჯერებლად იასპარეზეს. მათ ყველა პაექრობა მოიგეს, ხოლო ფინალურ შეხვედრაში სძლიეს სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლას ანგარიშით 42:20.

„ჩვენი სკოლის გუნდმა რეგიონალურ პირველობაზე ასპარეზობამდე მოიგო ქუთაისის პირველობა, სადაც მონაწილეობდა ქუთაისის 23 საჯარო სკოლის გუნდი. ფინალურ შეხვედრაში დაამარცხეს გასული წლის საქართველოს ვიცე ჩემპიონი, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდი. რეგიონალური თამაშის ორგანიზატორებმა ერთხმად აღნიშნეს ჩვენი სკოლის გუნდის ორგანიზებულობა, რაც სპორტის პედაგოგების, გულნარა ბზიკაძისა და ბესიკ ჯანელიძის დაუღალავი მუშაობის შედეგია“ - აღნიშნეს სკოლაში. 

ჩემპიონი გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ აბუთიძე, ნინო ფერცულიანი, გიორგი ტყეშელაშვილი, მალხაზ ლორია, ნინი გოგოლაძე, ანანო ორმოცაძე,  ლუკა სალარიძე, გიორგი ბენდელიანი, სანდრა გაბუნია, მარიამ გოგოლაძე, ლევან ქათამაძე,  თორნიკე ქაშაკაშვილი, მანდატურის სამსახური - რამაზ ხუხუა და მშობელი - ნათია გოდერიძე. 

სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ულოცავენ ღირსეულ გამარჯვებას „არგონავტებს“ და მომავალ ასპარეზობებშიც წარმატებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
სწავლების ყველაზე მარტივი მეთოდები უცხოელი პედაგოგებისგან 

ცვლილებები მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით - ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

2025 წლის მთავარი ფერი ცნობილია - რა ტონებში და როგორი უნდა იყოს სადღესასწაულო ჩაცმულობა

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

სიახლეები
საზოგადოება