სიახლეები
ეტალონი

„ოდითგანვე, ჩვენი მხარე იყო საქართველოს ერთიანობის იდეის სულის ჩამდგმელი“ - ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანმანათლებლო ფორუმი გაიმართა
25-04-2019
-
+


ზუგდიდში „ეტალონის“ ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის  საგანმანათლებლო სექტორის საყოველთაო ფორუმი გაიმართა.

მასშტაბურ შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გოჩა ტყეშელაშვილმა საქართველოში, საგანმანათლებლო სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საზოგადოებას „ეტალონის“ შემდგომი გეგმები წარუდგინა.

„ეტალონის“ ავტორის განცხადებით, 15 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „საქართველოს განათლების ფესტივალი“ ქვეყნის მოქალაქეებს ახალ, ინოვაციურ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

შეხვედრის წამყვანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების ფესტივალის“ განხორციელებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანმანათლებლო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან დაგეგმილი თანამდეროვე-ინოვაციური პროექტები საქართველოს ეროვნული თანხმობა-ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ „ეტალონს“ სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდების განათლებით დაინტერესება და მათი მოტივაცია სახელმწიფოს განვითარების ერთადერთი გზაა.

„ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ 15 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საყოველთაო ზეიმისთვის ისე მოვემზადოთ, როგორც ეს ჩვენს სამეგრელო- ზემო სვანეთს შეეფერება. ოდითგანვე, ჩვენი მხარე იყო საქართველოს ერთიანობის იდეის სულის ჩამდგმელი.“

ალექსანდრე მოწერელიამ დამსწრე დირექტორებს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა: „როდესაც ვუყურებ იმას, თუ რა მდგომარეობაში ხართ და როგორი ენთუზიაზმით შრომობთ, როგორ ზრდით მომავალ თაობას, მინდა ქედი მოვიხარო თქვენ წინაშე. როდესაც ასეთი სიდუხჭირის პირობებში ჩვენი მომავალი თაობა დიდი პატრიოტული სულისკვეთებით იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს წინ დიდი გამარჯვება და დაწინაურება ელოდება.

პედაგოგებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვთ, რომ სწორი განათლება და ოჯახური ტრადიციები, რაც გვაქვს, ბავშვებს სწორად მიაწოდოთ.  

ჩვენი გზა ევროპაშია და ამისთვის უნდა ვემზადოთ.  ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ის თავისუფალი და წარმატებული ერი, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და მოღვაწეობდნენ.“- განაცხადა რწმუნებულმა.

სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა, ხოლო სკოლის მოსწავლეებმა შეხვედრა შემოქმედებითი ნომრებით გაალამაზეს.

ღონისძიების დასასრულს, ზუგდიდში გამართული სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანმანათლებლო საყოველთაო ფორუმის მონაწილეებმა 15 ივნისის გრანდიოზულ ღონისძიებაში ჩართულობის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და მათი ჩართულობის კონკრეტული დეტალები განიხილეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება