სიახლეები
სკოლები

მშობლებისთვის - კვლევა ბავშვებსა და მოზარდებში მობილური ტელეფონის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ
28-03-2017
-
+


ხათუნა ჯავახაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი

დღეს ინტერნეტი მობილურ ტელეფონში ისეთივე აუცილებელობას წარმოადგენს ბევრი ბავშვისთვის და მოზარდისთვის, როგორც საკვები ან სხვა გადაუდებელი საჭიროება. ინტერნეტის მოხმარებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თუმცა, ბევრი ზიანის მოტანაც შეუძლია...    

ცნობილი განმარტების თანახმად, ინტერნეტი გლობალური ქსელია, რომელიც დაკავშირებულია მილიონობით კომპიუტერთან. ინტერნეტის ქსელში ჩართულია 190-ზე მეტი ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ სიახლეებს, მოსაზრებებს და სხვადასხვა მასალას. ინტერნეტის საშუალებით ბავშვებს და მოზარდებს შეუძლიათ შეიტყონ თანამედროვე კვლევების შესახებ, მიიღონ უახლესი ინფორმაცია მეცნიერული მიღწევების, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიისა და დღევანდელობის ირგვლივ, სასკოლო მასალის პარალელურად, გაიმდიდრონ თეორიული ცოდნა, ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით ისწავლონ ხელსაქმე, მოამზადონ სამეცნიერო ნაშრომები, აწარმოონ კვლევები, შეისწავლონ უცხო ენები, მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო გრანტების შესახებ...     

არანაკლებ სასარგებლოა მობილური ტელეფონი მშობლებისთვისაც: ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავეკონტაქტოთ ჩვენს შვილებს, გავიგოთ სად არის, რას აკეთებს, შევიტყოთ იგვიანებს თუ არა სკოლიდან/სპორტიდან სახლში დაბრუნებას და ასე შემდეგ...    

თუმცა ინტერნტ-სივრცეში გავრცელებული ყველა ინფორმაცია როდია სასარგებლო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. წინამდებარე სტატია განკუთვნილია მშობლებისთვის, რომელიც გთვაზობთ საინტერესო მასალებს ბავშვებში და მოზარდებში მობილური ინტერნეტის გამოყენების საფრთხეებთან დაკავშირებით, ასევე მიიღებთ რჩევებს რისკების თავიდან აცილების მიზნით.
რაც უფრო დიდი ხნის არსებობის ისტორია აქვს მობილურ ტელეფონს ამა თუ იმ ქვეყანაში, მასთან დაკავშირებული პრობლემებიც უფრო მრავალფეროვანია და ისინი შესწავლილია სპეციალისტების მიერ. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში, პრევენციული ზომებისთვისაც უფრო ადრე დაიწყეს ზრუნვა ექიმებმა და ფსიქოლოგებმა.    

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, არასრულწლოვანთა 70% აქვს საკუთარი ''სმარტფონი'' ან ''აიფონი''. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების მიხედვით:   
1. 8 წლის და უფრო პატარა ასაკის ბავშვების 21% იყენებს სმარტფონს  
   
2. 8-9 წლის ასაკის ბავშვების 20% აქვს ქსელში ჩართული ტელეფონი   
   
3. 9-11 წლის ასაკის ბავშვების 56% აქვს ქსელში ჩართული ტელეფონი
    
4. 13-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების 88% აქვს საკუთარი ''სმარტფონი''  
    
5. 13-დან 17 წლამდე მოზარდების 91% სარგებლობს მობილური ინტერნეტით 
საქართველოში კვლევა ამ მიმართლებით ჯერ არ ჩატარებულა.    

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მცირე კვლევა. კერძოდ გამოიკითხა I, V, VI, VII, VIII, IX, X და XI კლასების 610 მოსწავლე. 

კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა, რომლებსაც აქვთ საკუთარი მობილური ტელეფონი (''სმარტფონი'',''აიფონი'' ან ისეთი, რომელსაც მხოლოდ ტექსტური შეტყობინების და დარეკვის ფუნქცია აქვს), ასევე გაგვერკვია, რამდენი მოსწავლე სარგებლობს მობილური ინტერნტით. შედეგები ასეთია:    

გამოკითხული 610 მოსწავლიდან 456 აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი (''სმარტფონი'' ან ''აიფონი''), რომელთაგან 380 ჩართულია ინტერნეტის ქსელში, ხოლო 34 აქვს მობილური ტელეფონი, რომელსაც მხოლოდ ტექსტური შეტყობინების გაგზავნის და დარეკვის ფუნქცია აქვს. როდესაც თქვენი არასრულწლოვანი შვილი თანამედროვე ტიპის მობილური ტელეფონით სარგებლობს, ალბათ ბევრს გაგჩენიათ ისეთი შეკითხვები, როგორიცაა:    

1. რას იწერს ინტერნეტიდან?     

2. რას უყურებს ინტერნეტში?
     
3. ვის წერს მესიჯს?     

4. მულტფილმს, რომელსაც უყურებს ტელეფონში/ თამაშს, რომელსაც ხშირად თამაშობს ტელეფონში, აყენებს თუ არა ზიანს მის განვითარებას?     

5. სჭირდება მობილური ინტერნეტი ჩემს შვილს?    

ან გიფიქრიათ, რომ თქვენს შვილს ბევრ დროს ართმევს ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი, შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეიუძინეთ იგი (უფრო ნაკლები კომუნიკაცია აქვს ოჯახის წევრებთან, უმეტესად განმატოვებულია, არ მეცადინეობს გაკვეთილებს ისე, როგორც ადრე, გვიან იძინებს, დილით უჭირს გაღვიძება...), ან გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც კრიტიკული ზომისთვის მიგიმართავთ და ჩამოგირთმევიათ ტელეფონი მისთვის.    
 
ბევრ ოჯახში ხშირია მსგავსი სიტუაცია: მშობლებთან საუბრის პარალელურად ბავშვი რამდენჯერმე ამოწმებს ტელეფონის ეკრანს, სადილის/ვახშმის პარალელურად ბავშვი წამდაუწუმ დახედავს ხოლმე ტელეფონის ეკრანს/თამაშობს რაიმე თამაშს ან უყურებს ვიდეოს, საპირფარეშოში უჩვეულოდ დიდ დროს ატარებს იმ მიზეზით, რომ მობილური ტელეფონი თან აქვს. 
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად საშუალოდ ბავშვი ტელეფონის ეკრანს დღის განმავლობაში 150-ჯერ ამოწმებს. 
    
ბავშვებსა და მოზარდებში საგაკვეთილო პროცესის პარალელურად ტელეფონებით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ რისკებსა და პრობლემებზე ხშირად საუბრობენ პედაგოგებიც. ისინი ძირითადად უჩივიან ასეთი მოსწავლეების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას, პასიურობას, კომუნიკაციის ნაკლებობას, ხასითის შეცვლას, გაუცხოებას...   
   
სამედიცინო კვლევების თანახმად, ინტერნეტის ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის სისტემატური და არამიზნობრივი მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში ქმნის სხვადახვა სახის ჯანმრთელობის და ქცევითი პრობლემების საფრთხეს. კერძოდ, აყალიბებს ინტერნეტზე დამოკიდებულების ჩვევას, აქვეითებს იმუნურ სისტემას, იწვევს შიშს, უძილობას, შფოთვას, სწავლის მოტივაციის დაქვეითებას, არაპროდუქტიულობას ნებისმიერი სხვა საქმის მიმართ, ზრდის უბედური შემთხვევების რისკს (როდესაც გზის გადაკვეთის დროს პასუხობს ბავშვი სატელეფონო ზარს ან აგზავნის ტექსტურ შეტყობინებას), ზრდის კიბერთავდასხმის საფრთხეს, იწვევს თავის ტკივილს, მეხსიერების დაქვეითებას, თანატოლებთან კომუნიკაციის შემცირებას, სიმსუქნეს (ინტერნეტით სარგებლობის დროს ჯდომის გამო), ხერხემლის გამრუდებას, ბრტყელტერფიანობას, კლავიატურის ხშირი გამოყენება იწვევს მყესის ქსოვილების დისტროფიას (ტენდინოტი, TTT).     

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ოფთალმოლოგ მარინა რამაზაშვილის განმარტებით, მობილური ინტერნეტით ხშირი სარგებლობა ბავშვებსა და მოზარდებში იწვევს ახლომხედველობის (მიოპოა) და სიელმის პროგრესირებას, მშრალი თვალის სინდრომს, ასევე, იმის გამო, რომ ბავშვები ინტერნეტით ძირითადად შენობების შიგნით (სახლი, სკოლა...) სარგებლობენ, თვალს არ ხვდება საკმარისი მზის სხივი, რომელიც ხელს უშლის ბადურის ნორმალურ ჩამოყალიბებას.

ფსიქოლოგები საინტერესო რჩევებს სთვაზობს მშობლებს ''სმარტფონებით'' გატაცებულ ბავშვებში ზემოაღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ:      

1. სანამ მობილური ტელეფონს შეიძენდეთ თქვენი შვილისთვის, მოელაპარაკეთ მას, რისთვის სჭირდება ტელეფონი და რამდენი ლარის გადახდა შეუძლია ოჯახს ნივთის შესაძენად;   
  
2. ტელეფონში ერთად დააყენეთ პაროლი ისე, რომ თქვენც იცოდეთ იგი;    
 
3. ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, ტელეფონში ჩაწერეთ ოჯახის წევრების, ახლობლების, ასევე სახანძროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელის ხაზის სატელეფონო ნომრები;    
  
4. ურჩიეთ ბავშვს გამორთოს ტელეფონი სკოლაში საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს; შეეცადეთ არ დაურეკოთ ბავშვს, როდესაც იგი იმყოფება გაკვეთილზე;     

5. ტელეფონში შეარჩეთ ის აპლიკაციები, რომელთა გამოყენება არ მიაყენებს ზიანს თქვენს შვილს;     

6. აკონტროლეთ რომელ აპლიკაციებს იწერს ინტერნეტიდან;   
 
7. მოელაპარაკეთ ბავშვს რა სახის ინტერნეტ მასალებია რეკომენდირებული მისი ასაკისთვის;   
  
8. მშობლებს, რომლებსაც არ გსურთ თქვენს შვილებს ჰქონდეთ მუდმივი წვდომა ინტერნეტთან, მაგრამ გსურთ მათი გადაადგილება გააკონტროლოთ, უყიდეთ მხოლოდ ისეთი ტელეფონი, რომელსაც ტექსტური შეტყობინების და დარეკვის ფუნქცია აქვს. ასეთი ტელეფონები იაფია და მისი დადებითი მხარე ისიც არის, რომ თუ მას ბავშვი დაკარავს ან გატეხს, თქვენი ბიუჯეტი ნაკლებად დაზარალდება, ვიდრე ძვირადღირებული ტელეფონის შემთხვევაში.   

9. შეთანხმდით მათთან რამდენიმე წესის გამოყენებაზე. კერძოდ: დილით რა დროს უნდა ჩართოს ტელეფონი, ღამით რა დროს უნდა გამორთოს ტელეფონი, ყოველთვის უპასუხოს შემომავალ ზარს, როდესაც ეკრანზე ეწერება ''დედა'' ან ''მამა'', გამორთოს ან დაუწიოს ხმას საზოგადოებრივ ადგილებში (თეატრი, კინო...).    

გარდა ამისა, ინტერნეტიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ფასიანი ან უფასო აპლიკაციები, რომლებიც უთოდ დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში:    

• ''''Kids Zone Parental Controls''' უფასო აპლიკაციაა, რომლის საშუალებით მშობლები ადგენენ ლიმიტს თავიანთი შვილებისთვის სმარტფონების გამოყენების ხანგრძლივობაზე. აპლიკაცია ასევე საშუალებას აძლევს მშობლებს დაბლოკოს ინტერნეტის მოწოდება, ტექსტები და შემომავალი ზარები.     

• ''uKnowKids'' ფასიანი აპლიკაციაა, რომლის საშუალებით მშობელი ხედავს თუ რას უყურებს მისი შვილი ტელეფონში, რას აქვეყნებს სოციალურ მედიაში, ვის ეკონტაქტება. არსებობს გავრცელებული სხვა აპლიკაციებიც, რომლებსაც მატივად გირჩევენ საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტები.

თუ გსურთ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ ბავშვებსა და მოზარდებში მობილურ ინტერნეტზე დამოკიდებულების შედეგად წამოქმნილი პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ, დაგვიკავშირდით ჩვენი სკოლის ფეისბუქ გვერდზე. მშობლებისათვის შეგვიძლია მოვამზადოთ საინტერესო შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ის უარყოფითი გავლენები, რაც შესაძლოა ინტერნეტის ხანგრძლივმა და არამიზნობრივმა გამოყენებამ მოუტანოს თქვენს შვილებს.     

კვლევა სკოლაში მოსწავლეთა თვითმმარველობის მონაწილეობით განხორციელდა, რომელშიც ჩართული იყო თავმჯდომარე, მეათეკლასელი ნინი ნუცუბიძე.   

გამოყენებული მასალა:       

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება