მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N92 საჯარო სკოლის II/1 კლასში ჩატარდა სოციალური პროექტი „ბაქტერიები და ვირუსები, დავიცვათ პირადი ჰიგიენა“.
პროექტის მიზანი იყო დაავადებების ტიპებისა და მათგან თავდაცვის საშუალებების გაცნობა.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე პედაგოგი ბავშვებს ესაუბრა ვირუსებზე და ინფექციურ დაავადებებზე, თუ რაში მდგომარეობს მათი სირთულე და როგორ დაიცვან პირადი ჰიგიენა. შემდეგ ეტაპზე, უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ბავშვებს ესტუმრა და ესაუბრა სკოლის ექიმი ნათია ტეფნაძე, რომელმაც ამომწურავი პასუხი გასცა ბავშვების შეკითხვებს. მათ განიხილეს თემები: სხვადასხვა ტიპის დაავადებები, დაავადებების გამომწვევი მიზეზები, ვირუსები და ბაქტერიები, თავდაცვის საშუალებები, პირადი ჰიგიენის წერების დაცვა. შემდეგ ეტაპზე ბიოლოგიის მასწავლებელმა მაია ზაქარაიამ ჩაუტარა ბავშვებს მინი ლექცია ბაქტერიებზე და მათ სახეობებზე.
„მაიამ, უფრო მეტი სიცხადისთვის ბაშვები წაიყვანა ბიოლოგიის კაბინეტში, სადაც აჩვენა ვიდეორგოლი ბაქტერიების სახეობებზე, აუხსნა მიკროსკოპის ფუნქცია და დანიშნულება და თითოეულ ბავშვს მისცა საშუალება მიკროსკოპში დაკვირვებოდნენ ისეთ უჯრედებს, რომელიც შეუიარაღებელი თვალით უხილავია“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტი პედაგოგის, ეკატერინე ამბროლაძის ორგანიზებით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში