მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის 2016- 2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებული - თამარ ძირკვაძე წარჩინებული სწავლისთვის წარდგენილი იყო ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატად. მას მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ვერცხლის მედალი გადასცა.
თამარ ძირკვაძე ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის -საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და პოლიტიკური გეოგრაფიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მისი აზრით, ეს არის სახელმწიფოს მიერ მოსწავლეთა დაფასება და წახალისება და სწავლის მოტივაციის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
მედლების გადაცემის ღონისძიება ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნათია ფუტკარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გარდა, სკოლის ავტორიტეტის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ჰყავდეს უფრო მეტი წარჩინებული მოსწავლე.
სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს განათლების, მაცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებით ყოველწლიურად აჯილდოვებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში