მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ხორციელდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი-კონკურსი „ქართული კალიგრაფია 2019“.
კონკურსში მონაწილეობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლე ახალგაზრდები.
ორგანიზებას უწევდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, წალენჯიხის განყოფილების ახალგაზრდობის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
დაჯილდოვების ცერემონიალი 15 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში გაიმართა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები, ღონისძიების დასასრულს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
კონკურსში მე-2 ადგილის მფლობელი გახდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N 2 საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია ფიფია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში