მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
24 აპრილს წალკის რაიონის სამების საჯარო სკოლას ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი ეწვია. ინსტიტუტმა სკოლას საჩუქრად ქიმიური ჭურჭელი და მიკროსკოპი გადასცა.
ინსტიტუტის თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მეტალურგიული დარგის განვითარების შესახებ საქართველოში, ისაუბრეს ინსტიტუტის დაარსების, საქმიანობისა და მიღწევების შესახებ. დიდი ყურადღება მიექცა ტექნიკური მეცნიერებების როლს საქართველოს ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მეტალების დამუშავებისა და მიღების სხვადასხვა მეთოდმა.
სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. სკოლასა და ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზაობა თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
სკოლის დირექტორი ნანული გვიჩიანი და პედაგოგები დიდ მადლობას უხდიან ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორსბატონ გიორგი თავაძეს და სკოლის ფიზიკის პედაგოგს გურამ ჩიგოშვილს ძალიან საინტერესო და შინაარსიანი დღისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში