მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეული იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ჩატარდა.
განხორციელდა სხვადასხვა პროექტები, ჩატარდა მიზნობრივი გაკვეთილები, კონფერენციები, ნახატებისა და კედლის გაზეთების კონკურსი, დაირგო ხეები და ყვავილები. კვირეულში ჩართული იყვნენ ქართული და რუსული სექტორის როგორც საშუალო, ასევე საბაზო და დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
კვირეულის ორგანიზებაში აღსანიშნავია ეკო-კლუბის აქტიურობა.
კვირეულის წარმართვაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სკოლის გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგებს. 22 აპრილს 65-ე საჯარო სკოლაში ჩავატარეთ „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი პრეზენტაცია და გამოფენა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ლალი ბირკაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მაია კობრეშვილი და 65-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მჭედლიშვილი.
სტუმრებმა შეაფასეს ამ დღის მნიშვნელობა და მოიწონეს სკოლის ესეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საკითხისადმი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში