მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
16 აპრილს ახალციხის რაიონ ჭვინთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ გაიმართა.
ღონისძებაში მონაწილეობდნენ 5-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომლებმაც
წარმოადგინეს ქართული ენის შექმნის ისტორია, მეცნიერულად დადასტურებული სხვადასხვა ფაქტები. სიტუაციური სკეჩები საქართველოს კუთხეებიდან მათი დამახასიათებელი კილოთი და ა.შ.
ასევე წარმოადგინეს ქართული ცეკვები, განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩეოდა ქორეოგრაფ ბესარიონ კოვზიაშვილის მიერ დადგმული ქართული ცეკვების პოპური, რომელშიც გაერთიანებული იყო მესხურ, კახურ და ქართლურ ხალხურ სიმღერებზე შექმნილი ცეკვები.
ირაკლი აბაშიძის უკვდავი ლექსი „ო, ენავ ჩემო“ ფორტეპიანოზე შესრულებული „შენ ხარ ვენახი“ საგალობლის ფონზე განსაკუთრებული გრძნობით წარმოადგინეს ბავშვებმა.
დასასრულს სკოლის დირექტორმა ბატონმა გიორგი გაგნიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ განუმარტა დედაენის დღის მნიშვნელობა.
მოზარდებს მოუწოდა მისი დაცვისა და გაფრთხილებისკენ. ღონისძიებას უძღვებოდნენ მე 9 კლასის მოსწავლე თინათინ გელაშვილი და მე-11 კლასის მოსწავლე შოთა გელაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორები ამავე სკოლის პედაგოგები.
სცენარის ავტორი: თამაზ კაპანაძე
ასისტენტები: მარეხ მარგველაშვილი, ჟანა შარვაძე, მერი გელაშვილი, რაისა სამარჯევი.
ღონისძიების დასასრული მე 12 კლასის მოსწავლეებმა ქეთევან ჩინჩალაძემ და მიხეილ გელაშვილმა ქართული ცეკვა დაისით დააგვირგვინეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში