სიახლეები
ეტალონი, სამასწავლებლო

„Izrune.ge ჩვენი მეგობარია“ - გაიზიარეთ თბილისის N173 საჯარო სკოლის მზრუნველი წარმატება
30-04-2019
-
+


ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის N173 საჯარო სკოლა და მისი II ზ „სუპერ კლასი“ Izrune.ge-ს აქტიური, წარმატებული და საამაყო წევრია.

კლასის ლიდერი დამრიგებელი ლიანა გელოვანი მზრუნველ მშობლებთან და საგანმანათლებლო ინოვაციებთან ერთად ნიჭიერი მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე სისტემურად ზრუნავს და წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე Izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ მიდგომებს იყენებს:

„ძალიან მომწონს   ინოვაციური  საგანმანათლებლო პორტალი- Izrune.ge. მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ამ პროექტის პირობები. ბავშვები მშობლების დახმარებით სიხარულით  გაერთიანდნენ საიტზე. აირჩიეს სლოგანი: „ Izrune.ge  - ჩვენი მეგობარია, ერთად წარმატებისაკენ’’. დიდი სიხარულით ელოდებიან ყოველი კვირის ხუთშაბათს და ხალისით ასრულებენ სამუშაოებს. ტესტირების შემდეგ კლასში განვიხილავთ მოსულ საკითხებს. ერთმანეთს  უზიარებენ  ცოდნასა და გამოცდილებას.  ახარებთ ერთმანეთის წარმატება. აღნიშნავენ იმას, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშე  მუშაობა და წარმატების მიღწევა. უნდა ითქვას, რომ მამოტივირებელი კითხვებით სწავლის პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახდა მოსწავლეთათვის. საამაყოა, რომ ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით მოვიპოვეთ  ,,მეგობრული’’ და  „სუპერ კლასის“ ტიტულები და ახლა მეტი წარმატებისთვის ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას.  მშობლებიც  აქტიურად არიან ჩართულნი და  ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ სასკოლო ცხოვრების განვითარებაზე, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით ინოვაციურ პორტალსა და ჩვენი სკოლის დირექციას, რომელთა დახმარებით საშუალება მოგვეცა Izrune.ge თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო,“ - ლია გელოვანი.

ნინო და გიორგი ფოცხვერაშვილები მეგობრული მე-2  ზ „სუპერ კლასის“ წარმატებული ტყუპი მოსწავლეები არიან. მათ Izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და წამახალისებელი მიდგომები ძალიან უყვართ და მიღწეულ წარმატებას მთელ კლასსა და მზრუნველ დედას, ეკა ლომიას უზიარებენ:

Izrune.ge ძალიან კარგი წამოწყებაა. ჩემი შვილები, მოუთმენლად ელოდებიან ყოველი კვირის ხუთშაბათის  სავარჯიშო ტესტებს. ამით ისინი უფრო  მეტად  იმყარებენ ცოდნას.  სიამოვნებთ  ეს პროცესი.  ტესტებზე მუშაობენ  ყოველგვარი ძალდატანების  გარეშე დამოუკიდებლად, ხალისით.  ერთი სული აქვთ როდის დადგება  ის დღე,  როცა დაიდება შემაჯამებელი ტესტები. ცდილობენ,  მაღალი შედეგები  აჩვენონ. ტესტირების დასრულების შემდეგ მსჯელობენ  ისეთ  საკითხებზე,  რომელთა  შესრულებაც  უფრო გაუჭირდათ. არჩევენ  საკითხებს  ჩვენთან, მეგობრებსა და მასწავლებელთან ერთად. მახარებს ის, რომ  ჩემი შვილები სწავლობენ კლასში, სადაც მოსწავლეები მეგობრობასა და წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი. მადლობა Izrune.ge-ს, რომ შემეცნების პროცესს ასეთ მხიარულსა და მამოტივირებელს ხდის.

მე-2 ზ „სუპერ კლასის“ კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე აკაკი ძაბახიძეა, რომელიც izrune.ge-სთან დაკავშირებულ ემოციებს გვიზიარებს:

izrune.ge ჩემი მეგობარია! ძალიან მომწონს ეს პროექტი. ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც სწორ პასუხს ვცემ. პორტალის საშუალებით ბევრი რამ ვისწავლე. პირველად რომ მივიღე მონაწილეობა ძალიან დაძაბული ვიყავი, განვიცადე არასწორად რომ გავეცი პასუხი. ნელ-ნელა დაძაბულობა მომეხსნა და გავთამამდი, ახლა ჩემს კლასთან ერთად ვაგრძელებ კარგად სწავლასა და ბევრი წარმატების დიპლომის მოპოვებას.“

აკაკიზე დედა, თინა ჩიხრაძე განსაკუთრებით ზრუნავს. მას შვილის სწავლისადმი მოტივაცია ძალიან ახარებს და მზრუნველ ინოვაციებს აქტიურად გულშემატკივრობს:

„მე და ჩემს შვილებს (ნათია და აკაკი ძაბახიძეებს) ძალიან მოგვწონს izrune.ge. დიდი სიხარულით და მონდომებით ველოდებით ხუთშაბათსა და ,,შვილებზე განსაკუთრებით ზრუნვის დღეს''. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ რომელი დაასრულებს ტესტს წარმატებით, ვინ ბევრ ვარსკვლავს და უფრო მეტ ოქროს დიპლომს აიღებს. ეს არის პროექტი, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ ბავშვებს შეიძინონ და გამოავლინონ ცოდნა და გამოიყენონ ცხოვრებაში. ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში. გვინდა ვიყოთ წარმატებულ კლასებს შორის, რათა ბავშვები იყვნენ წახალისებულნი და ვასახელოთ კლასის დამრიგებელი ქალბატონი ლია გელოვანი, რომელიც დაუღალავად შრომობს ჩვენი შვილების განვითარებისა და წარმატებებისათვის. ძალიან დიდი მადლობა izrune.ge-ს, რომელიც ზრუნავს ჩვენი შვილების მრავალმხრივ განვითარებაზე.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება