დანდალოს N1 საჯარო სკოლის კუსრდამთავრებულმა მშობლიური სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 200 წიგნი გადასცა
25-04-2019
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის დანდალოს N1 საჯარო სკოლის კუსრდამთავრებულმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა, ამირან ჯორთმენაძემ, მშობლიური სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 200 წიგნი გადასცა.
"23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, მინდოდა ჩემი სკოლის მადლიერება როგორმე გამომეხატა და სწორედ ამ დღეს დავუმთხვიე. წიგნი კაცობრიობის დაგროვილი მეხსიერებაა, სადაც ყოველივე საუკეთესო ჩაიბეჭდა. რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მით უკეთესად ვუგებთ ცხოვრებასა და ადამიანებს, მით უფრო მრავალფეროვანს ვხდით საკუთარ სამყაროს. სწორედ იმიტომაც არის წიგნი საუკეთესო საჩუქარი, მასში დაგროვილ სიბრძნეს სხვებს გადავცემთ და მათაც ვამდიდრებთ. გარდა ამისა, გაჩუქებით თავადაც სიამოვნებას ვიღებთ. ვფიქრობ, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავუკეთებდი მშობლიურ სკოლას, რომლის წყალობითაც ჩემს მომავალ ცხოვრებას მყარი საფუძველი ჩაეყარა. მინდა ჩვენს მომავალ თაობას მოვუწოდო, რომ უყვარდეთ წიგნი, მაქსიმალურად გამოიყენონ სასკოლო დრო ცოდნის მიღებისთვის და დაუფასონ პედაგოგებს ღვაწლი. ჩემი ქმედება კი მადლიერების ერთგვარი გამოხატულებაა“,-აღნიშნავს ამირან ჯორთმენაძე.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის სკოლის ღირსეულ კურსდამთავრებულს და უსურვებს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს.